„ჩვენი ანგელოზი, ჩვენი პატარა დაიკო“ – ამ სიტყვებით ეხმაურება მოდელი გარდაცვლილი დის ხსოვნას. ქერდიყოშვილებს მესამე გოგონა საკმაოდ გვიან შეეძინათ. მათ ოჯახში კი ტრაგედია ძალიან მალე დატრიალდა. ანეტა ქერდიყოშვილი მხოლოდ 10 წლის იყო, როდესაც ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ჯანეტ ქერდიყოშვილი მნიშვნელოვანი სამოდელო კონკურსიდან გამარჯვებული დაბრუნდა, მესამე დღეს კი მისი უმცროსი და გარდაიცვალა.
„კონკურსში გამარჯვებიდან მესამე დღეს ჩემს ოჯახს ჟურნალისტების მთელი არმია შემოესია. გაიგეს, რომ რუსეთის მოქალაქე ვიყავი და კომენტარს გვთხოვდნენ ამ თემასთან დაკავშირებით... ჩემს პატარა დას ვაფრთხილებდით, ფანჯარასთან არ მიხვიდე, კარი არავის გაუღო-თქო. მესამე დღეს მე და დედა ქალაქში გავედით, ანეტასთან კი ჩემი ძმა დარჩა. თურმე ის მაღაზიაში, ტკბილეულის საყიდლად ჩასულა, ამ დროს კარზე ვიღაცას ზარი დაურეკავს და ანეტას ფანჯარაში გადაუხედავს, რომ ძმისთვის დაეძახა, მაგრამ როგორ ჩანს, წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა. დიდი ბედნიერების შემდეგ თავს მართლაც ტრაგედია დაგვატყდა“, – იხსენებს ჯანეტი ერთ-ერთ ინტერვიუში.
View this post on Instagram
დღეს სუპერმოდელის დას 19 წელი შეუსრულდებოდა. ამასთან დაკავშირებით ჯანეტმა ყველაზე ემოციური ფოტოები საკუთარ Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა. რამდენიმე გულის ამაჩუყებელი სიტყვა დაურთო. როგორც თავად ამბობს, კონკურსებში მონაწილეობის მიღება სწორედ დის გამო განაგრძო. რადგან პატარა ანეტას ჯანეტის წარმატებები განსაკუთრებულად უხაროდა.
მიუხედავად ამ ტრაგედიისა, ჯანეტის ოჯახმა ძალა მოიკრიბა და ცხოვრება განაგრძო. ჯანეტის ცხოვრება ისევ ზღაპრად გადაიქცა. მისი და ნოეს სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები იხსენებენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს.
შოუბიზნესის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ ტელესახესა და „პრაიმშოუს“ ავტორს უფროსი ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა მეუღლეებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.