Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ალექსანდრა პაიჭაძე ვარდებით მორთულ აბაზანაში სრულიად შიშველი გამოჩნდა – სექსუალური ფოტოები

© Photo: Aleksandra Paichadze / FBალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელებში თამამი ფოტოებით გამოირჩევა. ნახეთ მოდური ინფლუენსერის მორიგი თამამი ფოტოსესია.

Instagram-ის ხელმომწერებს სილამაზისა და განვითარებისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით ქალბატონებს. ცნობილი ქართველი მოდელი სოციალურ ქსელში გამორჩეული „ინფლუენსერია“.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

ბევრი წამყვანი რესტორანი, კლუბი თუ ცნობილი მაღაზია ალექსანდრას მიმზიდველობას და პაპულარობას ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად იყენებს. ახალგაზრდა მოდელი, თავის მხრივ, საკუთარ გვერდს უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის, არა მხოლოდ ფოტოებით, არამედ სურათის აღწერით.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

ტელეწამყვანის ახალ ფოტოსესიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ალექსანდრას კამერების წინ პოზირება ძალიან უყვარს. როგორც თავად აღნიშნავს, ფოტოებზე მეტად უპირატესობას ვიდეოების გადაღებას ანიჭებს. უკანასკნელ გაზიარებულ ფოტოებზე ყოფილი ფიტნეს-ინსტრუქტორი ქალღმერთს შეადარეს. ის ულამაზეს აბაზანაში, რომელიც ფოტოგრაფმა ვარდების ფურცლებით მორთო, გაშიშვლებული პოზირებს. მას ერთ-ერთ ფოტოზე უკანალიც კი უჩანს, რაც მის თაყვანისმცემლებს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

28 წლის მოდელი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას ტელეეკრანებიდან იცნობენ. ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები მრავალფეროვან თემებზე ახლავს.

ყველა ახალი ამბავი
0