Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი კარიერის ყველაზე წარმატებული ჩახუტება“ – მაია ასათიანი სკანდალურ ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Tokshow profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია ასათიანი ასაჯაროებს ფოტოს, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადამიანს ეხუტება. ნახეთ ვინ არის ეს მამაკაცი.

„ჩემი კარიერის ყველაზე წარმატებული ჩახუტება“ – ამ წარწერით გამოაქვეყნა ცნობილმა ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ფოტო, სადაც მაია ასათიანი სერიალების მსახიობს მარიო ჩიმაროს ეხუტება. ჟურნალისტი მსახიობთან სტუმრად მაიამიში გადაცემა „დროებიდან“ 2006 წელს იმყოფებოდა.

სიუჟეტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, რადგან მაშინ მსახიობი საქართველოში ძალიან პოპულარული იყო სერიალ „ფარული ვნების“ გამო. ლათინურამერიკული სერიალების ვარსკვლავი საქართველოში ისე ძლიერ უყვარდათ, რომ მაია ასათიანს წინდებიც კი გაატანეს მსახიობთან.

თოქშოუ „პროფილის“ ავტორმა და წამყვანმა, ჟურნალისტმა მაია ასათიანმა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა და ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიდან“ ამცნო სოციალური ქსელის მომხმარებლებს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, წიგნი მის პირად ცხოვრებაზეა, მასში სიყვარულიცაა, გაჭირვებაც, ვნებაც, თუმცა მკითხველის რეაქციის არ ეშინია, პირიქით, ერთი სული აქვს, როდის გაანდობენ ისინი შთაბეჭდილებებს.

ასათიანის თქმით, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში დაბეჭდილი წიგნი ერთ თვეში იხილავს დღის სინათლეს და „სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში“ მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდება წიგნის მაღაზიებში. მაია ასათიანი ამბობს, რომ მწერლობაზე პრეტენზია არ აქვს, მაგრამ წიგნი ერთი სულის მოთქმით წასაკითხია, რადგან ტელესიუჟეტის სტილშია დაწერილი.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო.

ყველა ახალი ამბავი
0