კომაროველებმა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსება მიიღეს

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშილექცია
ლექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო წლებში კომაროვის სკოლის 70-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა გააგრძელა საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა–მათემატიკის სკოლის 16-მა კურსდამთავრებულმა მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში სწავლის სრული დაფინანსება მიიღო.

ეს მოსწავლეები აშშ-ის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ:

– თინათინ კოკოშვილი – პენსილვანიის უნივერსიტეტი (აშშ)

– ლუკა ბუსკივაძე – ვანდერბილტის უნივერსიტეტი (აშშ)

– საბა ლეფსვერიძე – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (აშშ)

– ნიკა გედენიძე – კოლდუელის უნივერსიტეტი (აშშ)

– ტატო მახარაშვილი – ჰარტვიკის კოლეჯი (აშშ)

– მარიამ ლომთაძე – კარლტონის უნივერსიტეტი (კანადა)

– სანდრო გახარია – ბრემენის იაკობსის უნივერსიტეტი (გერმანია)

– ნიკა ბოდაველი – ბრემენის იაკობსის უნივერსიტეტი (გერმანია)

– ზუკა მურვანიძე – ბრემენის იაკობსის უნივერსიტეტი (გერმანია)

– გიორგი ქიტუაშვილი – ნიუ-იორკის უნივერსიტეტი აბუ–დაბიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები)

– ლაშა თარგამაძე – კარნეგი–მელონის უნივერსიტეტი (აშშ)

– დემეტრე დევიძე – კარნეგი–მელონის უნივერსიტეტი (აშშ)

– ლაშა კოროშინაძე – პოლიტექნიკური სკოლა (საფრანგეთი)

– მარიამ გედენიძე – პოლიტექნიკური სკოლა (საფრანგეთი)

– დიმიტრი კორკოტაშვილი – პოლიტექნიკური სკოლა (საფრანგეთი)

– კახა შამანაური – პოლიტექნიკური სკოლა (საფრანგეთი).

კომაროვის სახელობის სკოლა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია საქართველოში. სკოლა, რომელიც მსოფლიოში პირველი მრავალადგილიანი კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრის ვლადიმირ კომაროვის სახელს ატარებს, უკვე 50 წლისაა. ამ სკოლაში სწავლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზეა ორიენტირებული და მასში მოხვედრა გამოცდის ჩაბარების შედეგად მეშვიდე კლასიდან არის შესაძლებელი. კომაროველები ხშირად იმარჯვებენ საერთაშორისო ოლიმპიადებზე, კონკურსებზე და კონფერენციებზე.

ბოლო წლებში კომაროვის სკოლის 70-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგრძელა.

ყველა ახალი ამბავი
0