წყალტუბოში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

გამოწერა
ადგილობრივები შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა ასევე კლიმატზე იმოქმედებს, შედეგად კი მოსავალი არ მოვა და შიმშილი დაიწყება

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანის მოსახლეობა, სასულიერო პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამ კვირაზე მეტია მდინარე რიონზე ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა ტელეარხ Mtavari-ს ეთერში განაცხადეს, ჰესის მშენებლობა 500 ჰექტარი მიწის დატბორვას გამოიწვევს, მათ შორის ტყეების, სავარგულების, რამდენიმე სოფლის, რის გამოც ათეულობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩება.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„ვაი პატრიოტები ნებისმიერ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან“ - ივანიშვილი ჰესების შესახებ

გუშინ საპროტესტო აქცია მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილობრივები ასევე შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა ასევე კლიმატზე იმოქმედებს, შედეგად კი მოსავალი არ მოვა და შიმშილი დაიწყება.

მდინარე რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, 433 მეგავატის საერთო დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონ დოლარს შეადგენს.

პროექტს განახორციელებს Clean Energy Georgia Group, რომელმაც შესაბამის ტენდერში გაიმარჯვა. ჰესის ასაშენებლად Clean Energy Georgia Group, რომელიც ნორვეგიული ჯგუფ Clean Energy-ს შვილობილი კომპანიაა, თურქულ სამშენებლო ჰოლდინგ ENKA Insaat ve Sanayi A.S-ს მოიზიდავს.

ყველა ახალი ამბავი
0