COVID-19 საქართველოში: ინფექციის გავრცელების დღიური სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© Sputnik / STRINGERგამვლელები პირბადეებში
გამვლელები პირბადეებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3020-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 79 678-ს მიაღწია

თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3 020 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 354 შემთხვევა კვლავ დედაქალაქში დაფიქსირდა, აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

აჭარა – 410, იმერეთი – 398, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 248, ქვემო ქართლი – 198, შიდა ქართლი – 153, კახეთი – 126, გურია – 60, მცხეთა-მთიანეთი – 41,  სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით ნარჩუნდება პოზიტიური დინამიკა. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 387 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 62 061-მდე.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18, აჭარაში – 8, იმერეთში – 6, ქვემო ქართლში – 1, კახეთში – 1 ადამიანი.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289. საავადმყოფოებში მკურნალობს 5 592 ადამიანი, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში –  2 629, აჭარაში – 926, იმერეთში – 1 130.

ქვეყნის მასშტაბით სულ 735 მძიმე პაციენტია, მათ შორის თბილისში – 368, აჭარაში – 118, იმერეთში – 162. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი, მათ შორის თბილისში – 156, აჭარაში – 98, იმერეთში – 31.

კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობს 3 280 ადამიანი,  მათ შორის 1 551 – აჭარაში, 1 239 – თბილისში, ხოლო 264 – იმერეთში.

ბინაზე მკურნალობს 8 016 პირი, რაც აქტიური შემთხვევების თითქმის ნახევარს შეადგენს.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 326 პირი, მათ შორის თბილისში – 405, აჭარაში -1 204, ხოლო იმერეთში – 32.

სულ 6 ოქტომბრიდან – 13 ნოემბრის პერიოდში საზღვრიდან გადმოყვანილია 15 267 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 548 პირი, საიდანაც თბილისში არის 10 315 პირი, აჭარაში – 17 972, იმერეთში – 4 964.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3020-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 79 678-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0