საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა

© AP Photo / Francisco Secoკორონავირუსის პანდემია. პაციენტი რეანიმაციაში
კორონავირუსის პანდემია. პაციენტი რეანიმაციაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3504-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 76658-ს მიაღწია.

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 669. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3504-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 76658-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 58 674 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3 161), კარანტინის რეჟიმშია 2 425, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5 355 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 361 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0