04:05 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2476)
36 0 0

დღევანდელი მდგომარეობით, სამედიცინო ქსელ „გორმედს“ გორისა და ხაშურის კოვიდ-კლინიკებში 176 პაციენტის მიღება შეუძლია.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის და ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელის გამო „გორმედის“ სამედიცინო ქსელმა კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში დამატებითი საწოლფონდი გამოყო, იუწყება „პირველი არხი“.

„ლიცენზირებული ექიმების ნაკლებობაა“ – ჯანდაცვის მინისტრი მედპერსონალის დეფიციტზე საუბრობს>>

ბოლო ორ თვეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. კორონავირუსის პირველი ტალღის დროს – 26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე – ინფიცირებულთა რაოდენობა მთლიანობაში 1500-ს არ აჭარბებდა. ბოლო დღეების მონაცემებით კი დღიურმა მაჩვენებელმა 3 ათასს გადააჭარბა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გორისა და ხაშურის კოვიდ-კლინიკებში 176 პაციენტის მიღებაა შესაძლებელი. „გორმედის“ ქსელის კოვიდ-კლინიკებში დამატებით 30 საწოლი გამოიყოფა.

როგორც სამედიცინო ცენტრ „გორმედის” ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ დროისათვის კოვიდ-კლინიკების საწოლფონდი სრულადაა ათვისებული. 176 პაციენტიდან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა ორი – 81 და 86 წლის ასაკის პაციენტი. ორივეს მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე.

„გორმედის“ საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებისთვის სხვა ამბულატორიული თუ სტაციონარული სერვისების მიწოდებას მკაცრი ზონირების დაცვით აგრძელებს.

დღეს საქართველოში ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3473-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 73154-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 55 511 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3 342), გარდაიცვალა – 636, კარანტინის რეჟიმშია 2 447, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 957 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 413 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2476)

მთავარი თემები