თბილისის ერთ-ერთი სკოლის პროექტი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოდ დასახელდა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
PASCH მსოფლიოს მასშტაბით 2 ათას სკოლას აერთიანებს. მისი მიზანი სკოლებს შორის მსოფლიო პარტნიორული ქსელის შექმნა და ახალგაზრდებში გერმანული ენის მიმართ ინტერესის გაღვივებაა.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პროექტმა საერთაშორისო პროგრამის „სკოლები – მომავლის პარტნიორები“ (PASCH) ფარგლებში სკოლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოდ დასახელდა, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი მოსწავლეების პროექტი ესტონეთში ყველაზე ინოვაციურ გამოგონებად აღიარეს>>

სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებული პროექტი „ეკო-ტურიზმი“ თბილისის 21-ე საჯარო სკოლამ 2019-2020 სასწავლო წელს ჰომბურგის ზაარპლაცის გიმნაზიასთან ერთად შეიმუშავა.

კიბერუსაფრთხოება - Sputnik საქართველო
კიბერუსაფრთხოების ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა პირველი ადგილი დაიკავეს

„ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ორივე ქვეყნის ფლორა–ფაუნა და მონაწილეობა მიიღეს ვორკშოფებში, ტურისტული ბილიკების მარკირებისა და ჰერბარიუმების შექმნის პროცესში. ჩართულმა მხარეებმა პროექტის საბოლოო შედეგებზე პრეზენტაციები მოამზადეს, რომლებიც პროექტის დასასრულს PASCH-ის ჟიურის წევრებს წარუდგინეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პარტნიორულ პროექტში თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და დირექტორთან ერთად ზაარპლაცის გიმნაზიის დირექტორი იორგერ მათიო, პროგრამის კოორდინატორი სიმონე ლუკასი და ბიოლოგიის მასწავლებელი რალფ დოლგასტი მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ N21 საჯარო სკოლა PASCH-ის პროგრამაში უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობს და მოწინავე ადგილს იკავებს სკოლების ჩამონათვალში. 2017 წელს კი სკოლა ლიდერთა სამეულშიც მოხვდა და მიწვეული იყო შვეიცარიაში საერთაშორისო კონფერენციაზე.

კომაროვის სახელობის სკოლა თბილისში - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოსწავლეებმა ოქროს მედლები მიიღეს

უწყების ცნობით, 2020-2021 სასწავლო წელს, პანდემიის პირობებში, ინიციატივა „სკოლები – მომავლის პარტნიორები“ ონლაინ რეჟიმში კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

საერთაშორისო პროგრამა „სკოლები – მომავლის პარტნიორები“ (PASCH) გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის ინიცირებული. პროექტი 2008 წლის თებერვალში დაიწყო და ის მსოფლიოს მასშტაბით 2 ათას სკოლას აერთიანებს – სკოლებს შორის მსოფლიო პარტნიორული ქსელის შექმნისა და ახალგაზრდებში გერმანული ენის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით.

ყველა ახალი ამბავი
0