ნათია თურნავამ კორონავირუსის ინფექცია დაამარცხა

© photo: Sputnikნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დაინფიცირების შესახებ ცნობილი 3 ნოემბერს გახდა. ნათია თურნავა მკურნალობის კურსს ექიმების მეთვალყურეობით სახლში გადიოდა.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

იმის შესახებ, რომ ეკონომიკის მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა, ცნობილი 3 ნოემბერს გახდა. ექიმების მეთვალყურეობით ის სახლში მკურნალობდა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერმა კორონავირუსი დაამარცხა

ცნობილია, რომ ნოემბრის თვეში კორონავირუსი დაუდასტურდათ ასევე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ნათია მეზვრიშვილს. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ბოლო ორ თვეში საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეპიდემიური ვითარება. თუ კორონავირუსის პირველი ტალღა ქვეყანამ შედარებით მშვიდად გადაიტანა, ახლა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 3 ათასს აჭარბებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3473-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 73154-ს მიაღწია.

დღის სტატისტიკა: სად დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა>>

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 55 511 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2 447, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 957 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 413 ადამიანი იმყოფება. ამ დროისათვის გარდაცვლილია 636 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0