22:23 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2362)
306310

თანამედროვე და ხშირად გამომწვევი შემსრულებელი მოდური ჩაცმულობითა და იმიჯით გამოირჩევა. თანატოლებში ლიზა ყენია დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მას შემდეგ, რაც ლიზა ყენიამ საკუთარი ტანსაცმლის ხაზი შექმნა, სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურობს, როგორც ჩანს, მომღერალი ბიზნესითაა დაკავებული. ცოტა ხნის წინ ლიზამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და გამოაქვეყნა ფოტო, თუ როგორ კაბას ჩაიცვამდა საკუთარ ქორწილში.

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული მანერით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ცნობილი ანსამბლის „მზიურის“ ერთ-ერთი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

View this post on Instagram

A post shared by Elizabeth Frisky (@elizabethfrisky8) on

ლიზა განსაკუთრებულ ყურადღებას არა მხოლოდ შესრულების მანერით, არამედ ეპატაჟურობითაც იქცევს. შემსრულებელმა უამრავი ადამიანის ყურადღება ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში მიიპყრო. ის სხვადასხვა მასშტაბურ შოუებსა და კონკურსებზე თავს პროფესიონალურად წარმოადგენდა და დიდ წარმატებას უმოკლეს დროში მიაღწია. მაია ჯაბუას შუათანა ქალიშვილმა სახელი მომღერალ დედაზე არანაკლებ სწრაფად გაითქვა.

 

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2362)

მთავარი თემები