საზოგადოებრივი მაუწყებელი: მუქარა უკვე მიუღებელი და შემაშფოთებელია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„პირველი არხი“ ამტკიცებს, რომ  წინასაარჩევნო პერიოდში თანაბარი და კონსტრუქციული პლატფორმა შექმნა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ასევე პირდაპირი ეთერის საშუალებით ინტენსიურად შუქდება საპროტესტო აქციები.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და ევროპის მაუწყებელთა კავშირს კიდევ ერთხელ მიმართავს, დააკვირდნენ პოლიტიკოსების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევის მცდელობას და პრინციპულად შეაფასონ „პირველი არხის“ მიმართ გაკეთებული განცხადებები, ნათქვამია „პირველი არხის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

 - Sputnik საქართველო
მუქარა და დაშინება ჟურნალისტების მიმართ – საზოგადოებრივი მაუწყებელი განგაშს ტეხს

აღსანიშნავია, რომ სამეურვეო საბჭომ რამდენიმე დღის წინაც მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს და მოუწოდა, ყურადღებით დაკვირვებოდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე ზემოქმედების, დაშინებისა და მათ საქმიანობაში ჩარევის ფაქტებს.

„პირველი არხი“ წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რაც გარანტირებულია კონსტიტუციით. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის არსიდან გამომდინარე მისი სარედაქციო პოლიტიკა ვერ და არ იქნება მორგებული რომელიმე მხარის დღის წესრიგს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„პირველის არხის“ განცხადებით, ბოლო პერიოდში ზოგიერთი პარტიისა და პოლიტიკოსისგან კვლავ ისმის დაუსაბუთებელი ბრალდებები საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ჟურნალისტების მიმართ და ეს დაუსაბუთებელი განცხადებები უკვე მუქარის სახეს იღებს.

ტელეკომპანია „იმედი“ - Sputnik საქართველო
ოპოზიციის აქტივისტების თავდასხმა ჟურნალისტებზე დაუშვებელია – ტელეარხ „იმედის“ განცხადება

„ეს უკვე შეშფოთების საფუძველსა და მიზეზს გვაძლევს. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვებიც: ცდილობენ თუ არა, ზემოქმედება მოახდინონ და დააშინონ საზოგადოებრივი მაუწყებელი? ჩვენ მივესალმებით კონსტრუქციულ კრიტიკას და მზად ვართ მივიღოთ ის, მაგრამ დაუსაბუთებელი ბრალდება და, მით უმეტეს, მუქარა უკვე მიუღებელი და შემაშფოთებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2020 წლის 31 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში შექმნა თანაბარი და კონსტრუქციული პლატფორმა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ასევე, მათი მტკიცებით, პირდაპირი ეთერის საშუალებით ინტენსიურად შუქდება საპროტესტო აქციები, რაც ოპოზიციას შესაძლებლობას აძლევს, პირდაპირ მიაწოდოს საკუთარი გზავნილები საქართველოს მოქალაქეებს.

ყველა ახალი ამბავი
0