მსახიობი რუსკა ქარქაშაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით დაინფიცირდა, „ინსტაგრამზე“ წერს, რომ მასთან ერთად მისი ოჯახის ყველა წევრიც ინფიცირებულია. მსახიობმა პირად გვერდზე ლაივი ჩართო, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის აქტუალურ კითხვებს უპასუხა.
ქარქაშაძე საზოგადოებას მიმართავს და ამბობს, რომ არ დაუჯერონ იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ „კორონავირუსი არ არსებობს“. მისი თქმით, კორონავირუსი მშობლებს და და-ძმას მან გადასდო და უკვე მეექვსე დღეა ვირუსს ებრძვის.
„ჩემი ექიმის თქმით, შედარებით მარტივად იმიტომ გადამაქვს, რომ დღეში 5-6 ლიტრ წყალს ვსვამ და ეგრევე უკეთ ვხდები. ნამდვილად შველის და თან ძალიან, საკუთარ თავზე დავრწმუნდი. არ ვიღებ დიდი რაოდენობით შაქარს, ვიღებთ C და D ვიტამინს, სულ ვმოძრაობთ, დავდივართ, ვაკეთებთ სუნთქვის ვარჯიშებს, ბუშტებს ვბერავთ, რაც ძალიან ავარჯიშებს ფილტვებს. შეეცადეთ, რომ თავი დაიცვათ, მაგრამ თუ დაგემართათ, მომზადებულები შეხვდით და ფსიქოლოგიური მომენტი გადალახეთ, დასასრული არ არის, კორონა თუ დაგემართებათ”, – ამბობს რუსკა.
View this post on InstagramHi⭐️ . . . #shooting #tvhost #ruskakarkashadze #actress #colour #instagood #instagram #modeling
რუსკა ქარქაშაძეს მსახიობობა ბავშვობიდან სურდა. პატარაობისას თეატრალურ სტუდიაში შეიყვანეს, შემდეგ ერთ-ერთ რეჟისორს მოეწონა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიიწვია. თეატრში რამდენიმე სპექტაკლში თამაშობდა (ერთ-ერთი იყო დებიუტი ნიკა საბაშვილის „1945“-ში, რომელშიც ადოლფ ჰიტლერის შეყვარებულის როლი შეასრულა), ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებში და „კომედი არხის“ ტელესერიალში „კომედი კიდსი“.
10 წლის ასაკში ითამაშა ფილმში „არარეალური სახლი“. 2016 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა „ფორმულა კრეატივის“ დრამატული ტელესერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის მელანოს როლი შეასრულა. რუსკა მივიდა მსახიობების შერჩევაზე, სადაც მის გარდა 500 გოგონა იყო.
რუსკა ქარქაშაძე მაყურებელმა გაიცნო სწორედ სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“. რუსკა ტრავმირებული თინეიჯერის მელანოს როლს ასრულებდა, თუმცა მაშინ უსახსრობის გამო სერიალის გადაღებები შეწყდა. 14 წლის მსახიობი მაყურებელმა ტელეკომპანია „იმედზე“ შოუს „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ წამყვანადაც იხილა, შემდეგ იყო „ცეკვავენ ვარსკვლავები“.