14:00 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2560)
75 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2970-ით გაიზარდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 47 390 ადამიანი.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 521. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2970-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 63650-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 47 390 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2 765, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 709 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 066 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2560)

მთავარი თემები