თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 9 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, IVა და IVბ მიკრორაიონების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, მესხის, ჩხიკვაძის, ტყეშელაშვილის, მანგლისის, ტყეკულტურის, არგვეთის, ზაქარაიას და მანჯგალაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და იასამნის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის და ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ხარაბაძის, ივერიელის და ონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.