გასული საუკუნის 90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისის ქართველ მოდელთა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე – ლალი ტოტიკაშვილი დიდი ხანია დაემშვიდობა პოდიუმს, მაგრამ ზოგადად მოდასთან კავშირი არ გაუწყვეტია.
ჯერ სამოდელო სააგენტო გააკეთა, ახლა კი თავად ქმნის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. იშვიათად პოდიუმზეც შეიძლება გამოჩნდეს, მხოლოდ მაშინ, თუ მეგობარი დიზაინერი მიიწვევს.
ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს. ორი წლის წინ დაიწყო აქტიურად ვარჯიში, რაც შეეხება კვებას, ყოველთვის გემრიელად ჭამს და წონის პრობლემა არასდროს ჰქონია.
პლასტიკური ოპერაციების წინააღმდეგი არ არის, თუმცა არასდროს დასჭირვებია, თავად მხოლოდ პატარ-პატარა პროცედურებს იტარებს.
View this post on Instagram
17-წლიანი სამოდელო კარიერის შემდეგ ის გათხოვდა და პოდიუმს დაემშვიდობა. ლალი ტოტიკაშვილს ხშირად შეხვდებით სხვადასხვა გლამურულ წვეულებაზე, თუმცა ის მეუღლესთან გია ხუბულიასთან ერთად არსად ჩნდება.
View this post on InstagramHappy Birthday Saba🎊💫🎉 1️⃣5️⃣🎉🎊💫❤️❤️❤️ ასე თუ მოვასწრებ ფოტოს გადაღებას, ლიფტში😂❤️🥰
რამდენიმე თვის წინ წყვილს ქორწინების 16 წელი შეუსრულდა. ლალი ტოტიკაშვილმა „ინსტაგრამზე“ იშვიათი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მეუღლესთან ერთად არის გადაღებული. წყვილს ორი შვილი ჰყავს – 15 წლის საბა და 11 წლის ნიტა.