ქვეყნის დიდ ქალაქებში კერძო და საჯარო ბაღები დაიხურება

© Tbilisi City Hallსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. 9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში კერძო და საჯარო ბაღები ფუნქციონირებას წყვეტენ. განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

პოლიციის თანამშრომლები პირბადეებს არიგებენ - Sputnik საქართველო
თბილისში და კიდევ 6 ქალაქში საღამოს საათებში გადაადგილება იზღუდება

ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. ვიცე-პრემიერის განმარტებით, მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა ან გადაადგილება დღის საათებში არ შეიზღუდება.

დღეს გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ცნობილი გახდა, რომ 9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება იზღუდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  2 859-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 54 852-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 39 773 ადამიანი, გარდაიცვალა – 441, კარანტინის რეჟიმშია 3 015, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 670 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 599 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0