სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 300-მდე შემთხვევა გამოვლინდა

© photo : Kakha Kakhishvili / FBწინასაარჩევნო კამპანია
წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 61 პაციენტი, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 123 ადამიანი.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 619 ნიმუშიდან 280-ზე დადებითი პასუხია, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი. 

მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
ვიცე-პრემიერი: გამოხატვის თავისუფლებას არავინ კრძალავს, ოღონდ სხვას ნუ ავნებთ

რეგიონში დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 166 დაფიქსირდა ზუგდიდში, 14 – ჩხოროწყუში, 10 – ფოთში, 8 – სენაკში, 7 – წალენჯიხაში, დანარჩენი შემთხვევები აფხაზეთს უკავშირდება.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 152 კოვიდ–პაციენტი, აქედან 50-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხუთის კი მძიმე. ფოთის ჰოსპიტალში 41 კოვიდ–პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 61 პაციენტი. სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 123 ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2401-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 49218-ს მიაღწია. ამ დროისთვის სულ გამოჯანმრთელდა 33 459 ადამიანი, გარდაიცვალა 401 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0