Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ცუდი გადამხდელი გავხდი“ – თემურ თათარაშვილი ბანკის ვალს ვერ იხდის

© courtesy of Georgia Tours 4Uთემურ თათარაშვილი
თემურ თათარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ნახეთ რა შეემთხვა მომღერალს.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისს საქართველო უკვე 10 თვეა ებრძვის. ეკონომიკური პრობლემების წინაშე საზოგადოების ყველა ფენა დგას.

მოსახლეობის უმეტესობას ბანკის ვალი აქვს და მისი გადახდა უჭირს. ამ პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში ღიად წერს ცნობილი მომღერალი თემურ თათარაშვილი.

პი-სი-არ ტესტირება - Sputnik საქართველო
კორონავირუსი ქართულ ოპოზიციაში: „ლელოს“ ლიდერი კვლავ საავადმყოფოშია
„მომილოცეთ დღეს ახალი სტატუსი შევიძინე, ცუდი გადამხდელი გავხდი. იპოთეკა ვერ გადავიხადე“, – დაწერა თემურ თათარაშვილმა სოციალურ ქსელში.

სექტემბრიდან ეპიდემიური მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა, თუმცა მთავრობა „ლოკდაუნის“ გამოცხადებას ერიდება და მხოლოდ „წერტილოვანი შეზღუდვებით“ შემოფარგლება.

ახლა პირბადის ტარება აუცილებელი გახდა ქუჩაში, დამრღვევები 20 ლარით დაჯარიმდებიან. დიდი ქალაქების ყველა სკოლა კვლავ დისტანციურ სწავლებაზეა, დაიკეტა თბილისის საბავშვო ბაღები, ასევე სამხატვრო სკოლები. რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ.

ყველა ახალი ამბავი
0