Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეს ჩემი ცხვირია ოპერაციის შემდეგ“ – გურამ შეროზიამ პლასტიკურ ქირურგიას მიმართა

გამოწერა
ცნობილმა ბლოგერმა ახალ ექსპერიმენტს მიმართა. ნახეთ როგორ შეიცვალა მისი გარეგნობა ცხვირის ოპერაციის შემდეგ.

ბლოგერმა გურამ შეროზიამ პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და ცხვირის ოპერაცია გაიკეთა. სოციალურ ქსელში ბლოგერი ნაოპერაციევი ცხვირის ფოტოს აქვეყნებს და „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ სთხოვს, შთაბეჭდილება გაუზიარონ.

View this post on Instagram

გამარჯობა, ახალო სამყარო-ვ 🙌 ეს ჩემი ცხვირია ოპერაციის შემდეგ, ანუ საბოლოო ვერსია უკეთესი იქნება, აქ ნაომარი და ნატანჯია 😀 - 35 წუთი გრძელდებოდა ოპერაცია - ტამპონი მეორე დღეს გამომიღეს, სახვევს 1 კვირაში (დღეიდან ორ დღეში) მომხსნიან; - შაბათიდან ვუბრუნდები ჩვეულებრივ ცხოვრებას, თუმცა აქამდეც არ შემიწყვეტია ჩვეული რეჟიმი. 1 კვირაში დავდებ - გარეთ გადაღებულ ფოტოს და იქაც შემიფასეთ! და გირჩევთ: არც თქვენ უთხრათ უარი საკუთარ თავს იმაზე, რაც გულით გინდათ, მთავარი თქვენი ბედნიერებაა! 🌞❤ პ.ს. წვერი ავიწიე მხოლოდ და ფირმა შევცვალე, ძვლები, კეხი, ძგიდე - ისევ ჩემია 😀 დიდი მადლობა @dr.alexanderkuzanov-ს, შედეგიანთან ერთად - სასიამოვნოც იყო ეს ყველაფერი 🙌 აბა, შემიფასეთ 🙏 - dzveli jobda - vajkavs ar ekadreba - шеарцхвине самегрело... და ჭირი თქვენ! 😀 კი არა და აა ჰო, ეჰ ფაცებოკია, იქ ღამით გავმართავ ომს👊😂 #newnose #rinoplastic #Georgia #Tbilisi #portrait #people #beard #fine-looking #serious #young #eye #wear #casual #stubble #fashion #style #stylish #photooftheday #instagood #instafashion #hair #hairstyle #instahair #hairfashion #თბილისი #ბათუმი #ქუთაისი #საქართველო #ბედნიერება

A post shared by Guram Sherozia (@guramsherozia) on

როგორც ბლოგერი აღნიშნავს, ოპერაციამ სულ 35 წუთს გასტანა, კეხი გაუსწორეს და ცხვირის წვერიც აუწიეს. „გირჩევთ: არც თქვენ უთხრათ უარი საკუთარ თავს იმაზე, რაც გულით გინდათ, მთავარი თქვენი ბედნიერებაა!“ – დაწერა ბლოგერმა.

ბლოგერი გურამ შეროზია აქტიური ცხოვრებით გამოირჩევა. ბავშვობაში ბევრ რამეზე ოცნებობდა, მათ შორის უცხოეთში მოგზაურობაზე. შეიძლება ითქვას, ყველაზე ნაყოფიერად ეს ოცნება განახორციელა – ამ დროისთვის 60 ქვეყანაშია ნამყოფი.

View this post on Instagram

ჩახუტება! კი, ეს პოსტი ჩემს საყვარელ პროცესს ეხება, რომელსაც ვერც კოვიდი შეაჩერებს... ხელთათმანებით, პირბადით, მაგრამ მაინც, მაინც ჩავეხუტები ადამიანებს, უცნობებს, ნაცნობებს, ყველას, ვისგანაც პოზიტივი გადმოვა და გამათბობს! 🤗🥰 უცებ ის სტერეოტიპი გამახსენდა: გოგო მამასია, ბიჭი დედის. აქაც ჩემი საყვარელი ჩახუტება ხომ არაა "დამნაშავე"? კომუნისტი მამები თვლიდნენ, რომ კაცები არ უნდა ეხუტებოდნენ ერთმანეთს და 11-12 წლიდან, ბიჭ შვილებს არ ეკარებოდნენ, ქალები და გოგოებიც ხომ არ დაიწყებდნენ ახლა ხვევნა-კოცნას?🤷‍♂️ არა და რომ განახათ ჩემს მეგობრებთან რა ურთიერთობა მაქვს ორივე სქესში, cicoebi da murtazebi ალბათ იფიქრებენ, რომ ყველასთან logini maqvs.🙌 პოზიტივს და სიყვარულს არც სქესი აქვს, არც ასაკი და არც რამე განსაკუთრებული მიზეზი სჭირდება! ჩაეხუტეთ, ნუ გრცხვენიათ, მოდუნდით, თვალები დახუჭეთ და ჩაეხუტეთ... ❤🌞 არ მეთანხმებით? ჰო, შარვალი რამ დამისვარა ესეც გასაგებია, თუ ავხსნა? 😂❤ #hugs #hug #huglover #sweetmemories #family #singledads #babygirl #daddiesgirl #tbilisi #tiflis #georgia #sakartvelo #Batumi #Kutaisi #loveis #fall #მამასგოგო #თბილისი #საქართველო #სიყვარული #ბათუმი #ოჯახი #ჩახუტება #სითბო #პოზიტივი #positivevibes

A post shared by Guram Sherozia (@guramsherozia) on

გურამ შეროზია სამი წლის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული პროფესიით ფსიქოლოგი ხატია ჯოხარიძე იყო, თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ. წყვილს მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0