ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა

გამოწერა
ასევე თვითიზოლაციაში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაცია მეზვრიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება>>

ნათია მეზვრიშვილს კოვიდ-ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

„კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, გადავედი თვითიზოლაციაში“, – დაწერა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
კორონავირუსი პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს დაუდგინდა

კოვიდ-ინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1852-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 42579-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 26 800 ადამიანი გარდაიცვალა 342. კარანტინის რეჟიმშია 2 977, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 293 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 204 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0