ტრაგიკული შემთხვევა: თბილისში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

© AP Photo / Achmad Ibrahimკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდი ორ კვირაზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 15 წლის გოგონას გარკვეული გართულებები ჰქონდა

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით 15 წლის გოგონა გარდაიცვალა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ერთი კვირის წინ პაციენტს გული გაუჩერდა, თუმცა მაშინ მისი გადარჩენა ექიმებმა შეძლეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა

„სამწუხაროდ, დღეს მოხდა ასეთი ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე. ეს პაციენტი უკვე საკმაოდ დიდი ხანია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მას აღენიშნებოდა გარკვეული გართულებები, ასევე გვქონდა ერთი ეპიზოდი ერთი კვირის წინ, როდესაც პაციენტს გული გაუჩერდა, მაშინ ექიმებმა შეძლეს და გადაარჩინეს პაციენტის სიცოცხლე, თუმცა მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე და დღეს დაფიქსირდა გარდაცვალება", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მოზარდი ორ კვირაზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმები, გარდაცვლილის ასაკიდან გამომდინარე, დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 307.

ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 1 673-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 38 936-ს მიაღწია.

დღის სტატისტიკა: სად დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა>>

გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც – ბოლო დღე–ღამეში მათი რაოდენობა 2 881–ით გაიზარდა და 22 691–ს მიაღწია, კარანტინის რეჟიმშია 3 001, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 136 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 245 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0