კიბერუსაფრთხოების ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა პირველი ადგილი დაიკავეს

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიკიბერუსაფრთხოება
კიბერუსაფრთხოება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეექვსე საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაზე მონაწილეობას 12 გუნდი იღებდა უკრაინიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან და პოლონეთიდან

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ოლიმპიადაზე „სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის“ (SCSA) საქართველოს ნაკრების წევრებმა პირველი ადგილი დაიკავეს.

ფორტეპიანოზე დაკვრა - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი World Soundtrack Awards 2020-ის ლაურეატი გახდა

კერძოდ, საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა: რეზიკო ჩალაძემ, გიორგი ჩარგეიშვილმა და გიორგი პაპავამ ნაშრომი სოციალურ ინჟინერიაში შექმნეს, რითიც გამარჯვება მოიპოვეს. 

„20-გვერდიანი ნაშრომი მოამზადეს, რომელიც მოიცავს თეორიულ ნაწილს სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზე ორიენტირებულ კიბერთავდასხმებზე.  ასევე ჩაატარეს კვლევა, გააანალიზეს, რა ტიპის თავდასხმები იყო უფრო პოპულარული მსოფლიოში და საქართველოში, ბოლოს კი დაადგინეს რამდენიმე სახის სტატისტიკა.. კვლევის ფარგლებში, ასევე განსაზღვრეს წესები, რაც მომხმარებლებმა კიბერუსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვან“, – განაცხადა სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი იაშვილმა.

სკოლა, რომლის მოსწავლეებმაც ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს, „სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის“ ერთ-ერთი პროექტია.

მეექვსე საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა “Ways and Mechanisms of Ukraine’s information space protection from harmful information and psychological influences“ ოდესის კომუნიკაციების ნაციონალური აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 12 გუნდი უკრაინიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან და პოლონეთიდან. მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით,  ოლიმპიადა ონლაინ გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0