მეღვინეებმა თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია გამართეს

© Sputnik / Alexander Imedashviliწინასაარჩევნო კამპანია
წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაიმართა.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და პარტიის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მოითხოვა.

აქციის მონაწილეებმა – კახეთიდან და შიდა ქართლიდან ჩამოსულმა მევენახეებმა ყოფილი მმართველი პარტიის „დანაშაულებრივი წარსული“ გაიხსენეს. 

ქართული მარშის აქცია - Sputnik საქართველო
„სააკაშვილს ეს არ უნდა შერჩეს“ – „ქართული მარში“ ენმ-ის არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს

„ვენახს გვიგინებენ, სარწმუნოებას გვიგინებენ, სალოცავებს გვიგინებენ, ერსა და ბერს აგინებენ, რა უნდათ ამათ პარლამენტში?!“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან.

მევენახეებმა აქცია გამართეს ოპოზიციურ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შენობასთანაც. მათ „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ ქართული ღვინისა და მევენახეების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს. კერძოდ, გასული წლის ივლისში გადაცემა „აქცენტებში“ გვარამიამ განაცხადა, რომ „სულ არ აინტერესებს“ რუსეთში გაიყიდება თუ არა ქართული ღვინო და მინერალური წყლები.

აქციის მონაწილეების თქმით, ტელეკომპანიის გენდირექტორმა არა მარტო კახეთი, არამედ უძველესი მეღვინეობის კულტურა შეურაცხყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0