თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 29 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ყაზბეგის გამზირის და მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III მიკრორაიონის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერონისის, ჟღენტის, ზედამზის, ლაითურის და მაჩხაანის ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქინძმარაულის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.