Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თვითიზოლაციიდან გამოსული თიკა ფაცაცია უმცროს ვაჟებთან ერთად ბუნებაში ნებივრობს – ფოტო

© Tika Patsasiaთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მონატრებული შვილები და პიკნიკი ბუნებაში – ასე გამოიყურება კორონავირუსგადატანილი თიკა ფაცაციას დღე იზოლაციის შემდეგ.

ცნობილი ტელესახისთვის 2020 წელი არც ისე შესაშური გამოდგა, მიუხედავად ამისა, თიკა მალევე დაუბრუნდა საყვარელ საქმეს. ყოფილი მომღერალი თვითიზოლაციაში ორჯერ მოხვდა. ერთხელ ცნობილ კოლეგებთან არჩილ სოლოღაშვილთან და გვანცა დარასელიასთან ერთად, როდესაც კორონავირუსზე ეჭვი ჰქონდათ და მეორედ უკვე სრულიად მარტო. დაბადების დღეც მარტოობაში გაატარა. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. თიკამ ვირუსს თავი დააღწია და შვილებთან ერთად საპიკნიკე სივრცე დაიპყრო.

დაუჯერებელია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ თიკა ფაცაციას 39 წელი შეუსრულდა. მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარი გარეგნობით უამრავ ადამიანს ხიბლავს. სამი ვაჟის დედა შეუდარებლად გამოიყურება და ამაზე არავინ დავობს. სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მისი Instagram-გვერდი ულამაზესი კადრებითაა სავსე. განსაკუთრებულ ყურადღებას თიკას ოჯახი იქცევს. „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ წამყვანი გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრება, მაგრამ პანდემიის გამო დაახლოებით ერთი წელია მისი კარიერა პარალიზებულია.

თიკა ფაცაცია დახვეწილი მანერებითა და ქარიზმით დიდ ყურადღებას იპყრობს. ყოფილი მოდელის ძველ ფოტოებზე თიკას ბუნებრივი სილამაზე კარგად ჩანს. ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, მომღიმარი, ულამაზესი ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი გულგრილს არავის ტოვებს. ყველას აინტერესებს თიკა ფაცაციას ყოველდღიური ცხოვრება.

View this post on Instagram

მადლობა თელავს და @holidayinntelavi

A post shared by tika (@tikapatsatsia) on

მისი მიმზიდველი გარეგნობა, ჩაცმულობა, დახვეწილი მანერები და საუბრის სტილი უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. თიკას ტელეეკრანზე გამოჩენა დიდი ზეიმია და ამ გადაცემებს რეიტინგიც შესაბამისი აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0