თუ კორონავირუსი დაგიდასტურდათ – ექიმის რჩევები, როგორ იმკურნალოთ სახლში

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში სულ კორონავირუსის 30303  დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა 215 პაციენტი.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. აშშ-ის ჯონს ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი, ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­გი­დას­ტურ­დე­ბათ და მკურ­ნა­ლო­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მო­გი­წევთ.

ექიმის თქმით, აუცილებელია კოვიდ-ინფიცირებულმა მიიღოს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სი­თხე (გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა არის ერთ-ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სი, რო­დე­საც ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბი­სას), არ და­ლი­ოს სი­ცხის დამ­წე­ვი თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა არის 38.3°-ზე და­ბა­ლი, იმოძ­რაოს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი – „ოთახ­ში ია­რეთ, ბუქ­ნე­ბი აკე­თეთ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც ფე­ხის კუნ­თებს აა­მუ­შა­ვებს“, არ დალიოს ას­პი­რინი (ან ნე­ბის­მი­ერი „სის­ხლის გა­მა­თხე­ლე­ბელი“) თვით­ნე­ბუ­რად, თუ უკვე გა­მო­წე­რი­ლი არ აქვს ექიმის მიერ.

სასწრაფო რუსთავში - Sputnik საქართველო
რუსთავში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა

სუნ­თქვის გარ­თუ­ლე­ბის, გულ-მკერ­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის/მო­ჭე­რის შეგ­რძნე­ბის, გო­ნე­ბის და­ბინ­დვის, სა­ხის, ან ტუ­ჩე­ბის გა­ლურ­ჯე­ბის შემთხვევაში აუცილებელია „112“-ში დარეკვა.

„თუ თქენ ხართ კო­ვიდ-და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ან სა­ეჭ­ვო პა­ცი­ენ­ტის მომ­ვლე­ლი: გა­ი­კე­თეთ ნი­ღა­ბი პა­ცი­ენ­ტთან კონ­ტაქ­ტი­სას, ხში­რად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი; თუ არის სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­სურ­ვე­ლია პა­ცი­ენტს ჰქონ­დეს გა­მო­ყო­ფი­ლი ოთა­ხი, სა­ა­ბა­ზა­ნო, თეთ­რე­უ­ლი და ჭურ­ჭე­ლი, რო­მე­ლიც ცალ­კე გა­ი­რე­ცხე­ბა და ზე­და­პი­რე­ბი გა­სუფ­თავ­დე­ბა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბით, რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით; ბუ­ნებ­რი­ვია, მნახ­ვე­ლის ვი­ზი­ტი ამ დროს არ უნდა მოხ­დეს“, – წერს მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე.

ამ დროისათვის საქართველოში სულ კორონავირუსის 30303 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმშია 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2249 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0