Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მამა-შვილის სატელეფონო დიალოგი“ – ასე ეკონტაქტება ნოე სულაბერიძე დროებით დაშორებულ შვილს

© courtesy of Noe sulaberidzeნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან ერთად
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროდიუსერი უსაყვარლეს ვითარებაში გამოიჭირეს. გადაცემის დაგეგმვისას ტელესახე შვილს დისტანციურად ესაუბრება. უთბილესი ვიდეო.

ნოე სულაბერიძე უმცროს შვილთან კონტაქტს სამსახურის დროსაც ვერ წყვეტს. პროდიუსერმა სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ესაუბრება მამა დაშორებულ შვილს. „მამა-შვილის სატელეფონო დიალოგი“, – ამ წარწერით მან საკუთარ გვერდზე უსაყვარლესი კადრები გამოაქვეყნა. სამსახურში მყოფი პროდიუსერი მესამე შვილს ვიდეოზარით ამხნევებს.

გადატვირთული გრაფიკისა და გაწერილი გადაღებების გამო ნოე სულაბერიძე ოჯახის წევრებთან ერთად იშვიათად ჩნდება. უმეტესწილად პროდიუსერი ოფიციალურ გვერდზე საქმიანი შეხვედრებისა და რეიტინგული „პრაიმ შოუს“ გადაღებების საინტერესო კადრებს ავრცელებს. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს, თან ასეთი თვალშისაცემი. ნოემ პატარა ანა სულაბერიძესთან ერთად გადაღებული უსაყვარლესი ფოტოც გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

#daughter #annasulaberidze 💫💖

A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze) on

წყვილი შვილთან ერთად ფოტოს ხშირად აქვეყნებდა, თუმცა ბავშვის სახეს დიდხანს საგულდაგულოდ მალავდნენ, ისევე, როგორც ტენდენციას აყოლილი სხვა ვარსკვლავები. შემდეგ კი გოგონას სილამაზემ სრულიად ინტერნეტ-მომხმარებელი აღაფრთოვანა – მას შემდეგ, რაც წყვილმა რამდენიმე თვის გოგონას გაქრისტიანება გადაწყვიტა.

ნოე მესამე შვილთან ერთად დაუვიწყარ დროს ატარებს და თითოეული წამით ტკბება. პატარა ანა სულაბერიძე დღითი დღე ლამაზდება. ნოეს მიერ გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოზე მისი თბილი დამოკიდებულება უმცროსი ქალიშვილისადმი გულს გაგითბობთ.

ყველა ახალი ამბავი
0