Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მხოლოდ საკუთარი ცხვირი არ მომწონდა“ – ასე გამოიყურებოდა მაია ასათიანი 20 წლის ასაკში

© Talkshow Profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია ასათიანის მორიგი აღიარება და თინეიჯერობის შოკისმომგვრელი ფოტო. ნახეთ როგორ შეიცვალა ტელესახე წლების მანძილზე.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერება, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს.

ტელესახის Instagram-ის გვერდზე უამრავ საინტერესო ფოტო-ვიდეოს აღმოაჩენთ. მათ შორის აქტუალურია მისი ბავშვობის სურათები. მაია აღიარებს, რომ მისი სილამაზის საიდუმლო სხვადასხვა პლასტიკური ქირურგიისა და ესთეტიკურ ცენტრებში იმალება. წლების წინ მაია ასათიანმა რინოპლასტიკა გაიკეთა, რის შემდეგაც მეტად თავდაჯერებული გახდა. ამიტომ მან მორიგი თამამი ნაბიჯი გადადგა და წლების წინ გადაღებული სურათი გამოაქვეყნა.

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

„ახლა რომ შემეძლოს ამ გოგოს რამდენ რამეს ვეტყოდი, მაგრამ ძალიან შეეშინდება და გაჩერდება. მას კი მაშინ არაფრის არ ეშინოდა. მარტო საკუთარი ცხვირი არ მოსწონდა“, – დაწერა მაიამ ერთ-ერთ გამოქვეყნებულ ფოტოზე.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მისი სოციალური ქსელის ფოტო-ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. გადაცემა „პროფილის“ წამყვანმა სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ტრაგედიის შემდეგ ოჯახის წევრებს უფრო დაუახლოვდა.

ყველა ახალი ამბავი
0