31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დღეს დასრულდება

© REUTERS / David Mdzinarishviliარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიულეტენების ბეჭდვა უსაფრთხოების ნორმების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. პროცესს ადგილობრივი ორგანიზაციების 16 დამკვირვებელი აკვირდება.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის შვიდ სტამბაში საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა ორშაბათს დასრულდება. 

ხმების დათვლა. 2018 - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები 2020: კანდიდატი პარტიები/სრული სია, როგორც ბიულეტენში

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს, რომელიც სამი დღეა გრძელდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. არჩევნებისთვის სულ 7 102 600 ბიულეტენი დაიბეჭდება.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 032 ადამიანია რეგისტრირებული.

3 160,9 ათასი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის (პარტიული სიები და ბლოკები), 3 097,8 ათასი კი მაჟორიტარულისთვის, 584 ათასი აჭარის უმაღლესი საბჭოს, 40,1 ათასი საკრებულოს შუალედური, 219,8 ათასი კი მერების არჩევნებისთვის.

საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით.

ბიულეტენები 3 725 საარჩევნო უბანზე განაწილდება. აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე იბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე. აქედან ქართულ-აზერბაიჯანული ბიულეტენები მიეწოდება 213 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხური – 135 საარჩევნო უბანს. საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის. 

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება - რა წესები უნდა დაიცვათ უბანზე

თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების 39 საარჩევნო უბანზე მოქალაქეები მიიღებენ 3-3 ბიულეტენს: პროპორციული, მაჟორიტარული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (საკრებულო) არჩევნებისთვის.
კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 255 საარჩევნო უბანზე, სადაც მერების არჩევნები იმართება, ამომრჩეველი ასევე 3 სახის ბიულეტენს მიიღებს.

რაც შეეხება აჭარას, სადაც საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება, ამომრჩეველი ოთხი სახის ბიულეტენს მიიღებს.

ბიულეტენების ბეჭდვა უსაფრთხოების ნორმების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. პროცესს ადგილობრივი ორგანიზაციების 16 დამკვირვებელი აკვირდება.

ყველა ახალი ამბავი
0