Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ტრანსი თუ ვარ, შემამოწმე“ - ია ფარულავას განცხადებამ მაია ასათიანი შოკში ჩააგდო

© courtesy of Ia Parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ „პროფილის“ ვიდეოს, სადაც მაია ასათიანს სტუმრად მსახიობი ია ფარულავა ჰყავდა

თოქ-შოუ „პროფილში“ მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა იყო მიწვეული, რომელმაც საზოგადოება და თავად ტელეწამყვანი მაია ასათიანიც შოკში ჩააგდო. ეს უკანასკნელი დაინტერესდა, რატომ იყენებს ამდენ უცენზურო სიტყვას საჯარო სივრცეში, რაზეც მსახიობმა უპასუხა, რომ ბავშვობიდანაა ამას მიჩვეული.

ამ სიტყვებზე ტელეწამყვანმა ჰკითხა მას, „ტრანსი ხომ არ ხარო“, რაზეც მსახიობმა პირდაპირ უპასუხა, რომ შეეძლო ეს ადგილზე შეემოწმებინა, რაზეც მაია ასათიანს უხერხული რეაქცია ჰქონდა. ვიდეოს უამრავი ადამიანი განიხილავს სოციალურ ქსელში.

View this post on Instagram

#cats #catsofinstagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava) on

მაია ასათიანმა აღიარა, რომ უცენზურო სიტყვებს თავადაც აქტიურად იყენებს, თუმცა ამას საზოგადოებაში ვერასდროს იზამს, რადგან თვლის, რომ ეს უზრდელობაა. ია დაეთანხმა, რომ უზრდელია, თუმცა ეს მისი ბრალი არ არის, რადგან ასეა გაზრდილი და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

ყველა ახალი ამბავი
0