08:36 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გახმაურებული სასამართლო პროცესები (135)
15010

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, მოსამართლე ლევან გელოვანმა დააკმაყოფილა ბასილაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა – პროკურატურის მტკიცებულებებიდან ამორიცხა ნელი დოროყაშვილის სხეულის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები, ხოლო ბასილაშვილის ადვოკატების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით ცნო დასაშვებად.

ადვოკატის თქმით, სასამართლო განხილვები 3 ნოემბრიდან განახლდება.

მაისში საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

პროკურატურა იძიებს საქმეს, რომლის თანახმად, 2020 წლის 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (135)

მთავარი თემები