ეპიდემიოლოგი: ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების ძირითადი წყაროა

გამოწერა
არსებობს მოსაზრება, რომ ქალაქის ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა – ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანს, რომელიც არ იცავს უსაფრთხოების წესებს ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში თუ მეტროში, ათობით მგზავრის დაინფიცირება შეუძლია.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თუ ვირუსის გავრცელების ამჟამინდელი ტემპი შენარჩუნდება, მთავრობამ, შესაძლოა, საქალაქო ტრანსპორტი გააჩეროს ეპიდემიის ცენტრებში – თბილისში, ქუთაისში, წერს გაზეთი „რეზონანსი“.

ავტობუსის მგზავრები პირბადეებით - Sputnik საქართველო
ტრანსპორტში ხშირად არღვევენ პირბადის ტარების რეჟიმს – რამდენი ადამიანი დაჯარიმდა თბილისში

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი – კორონავირუსული ინფექციის ერთ-ერთი ძირითადი გამავრცელებელია. სწორედ აქ იკრიბებიან ადამიანები ყველაზე ხშირად და აქტიურად, და თუნდაც ერთი ადამიანის მიერ წესების დარღვევამ ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება ავნოს. ეს ვირუსი მართლაც ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამიტომ ერთ ინფიცირებულს უამრავი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა ირაკლი ხმალაძემ გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, საკმაოდ რთულია იმის წარმოდგენა, რა წესები უნდა დაინერგოს ტრანსპორტში.

„ერთადერთი, სავარაუდოდ, სიცხის გაზომვა ტრანსპორტში შესვლის წინ და პირბადის სწორი გამოყენება. სხვა დამატებითი შეზღუდვების მოფიქრება არ შეგვიძლია“, – განაცხადა მან.

მიკროავტობუსი - Sputnik საქართველო
„თბილისის მიკროავტობუსი“: ნუ იმგზავრებთ ფეხზე მდგომი და გამოიყენეთ პირბადე

მეორე მხრივ, ხმალაძე აღნიშნავს, რომ თუ ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, ეს გარკვეულ სირთულეებს გამოიწვევს.

„მთავრობა და ჩვენ ყველანი ვცდილობთ როგორმე მივიყვანოთ ეს სიტუაცია 31 ოქტომბრის არჩევნებამდე ისე, რომ არ გახდეს საჭირო მკაცრი შეზღუდვების დაწესება. რა მოხდება არჩევნების შემდეგ, ამას ადგილზე ვნახავთ. რა შემთხვევაში გაჩერდება ტრანსპორტი, მართლა არ ვიცი, ისინი თავად გადაწყვეტენ“, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1351-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 21208-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა 14 კი გარდაიცვალა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა 172 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0