„დაგეხმარებით, დამირეკეთ ამ ნომერზე“ – ქართველი ექიმის უპრეცედენტო შეთავაზება მოსახლეობას

© Pixabay / DarkoStojanovicექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1351-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 21208-ს მიაღწია.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. სოციალურ ქსელში ექიმი ლელა ჯღამაძე უპრეცედენტო შეთავაზებას აკეთებს – ამბობს, რომ თუ რაიმე პრობლემა გექნებათ, ის უფასოდ მოგემსახურებათ.

„ვინაიდან ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, ცხელ ხაზს და ასე შემდეგ, ვფიქრობ შევძლებ დახმარებას. 555332668 ან 568 332036 ლელა ჯღამაძე. იქნებ მომბაძონ სხვებმაც“, – წერს ექიმი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 172-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

პაციენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1351-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 21208-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა – 172, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4462, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3071 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1772 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0