საქართველოში შემომსვლელებისთვის დღეიდან ახალი წესი ამოქმედდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველო–თურქეთის საზღვარი
საქართველო–თურქეთის საზღვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სექტემბრიდან მოყოლებული საქართველოში ეპიდემიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 21 ათასს გადააჭარბა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. დღეიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში PCR–ტესტით შემოვლენ ნებისმიერი ქვეყნიდან, გადავლენ თვითიზოლაციაში ნაცვლად კარანტინისა, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

COVID-19-მა მორიგი რეკორდი დაამყარა: ჯანმომ ერთი კვირის შედეგები გამოაქვეყნა>>

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
21 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებული კარანტინის წესები იცვლება

მეზვრიშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით იყო გარკვეული სპეკულაციები და ეს წესი ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს.

„ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებთანაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე, ვისაც ექნება ტესტი, წავა თვითიზოლაციაში ნაცვლად კარანტინისა“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

იმ შემთხვევაში კი, თუ მათ არ ექნებათ PCR–ტესტის პასუხი, ისინი საკარანტინო სივრცეში გადავლენ.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოროვავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 21208-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა 172 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0