ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

გამოწერა
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმერეთის რეგიონში წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით კიდევ 100-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ახლადაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ბინებს უახლოეს დღეებში გადასცემენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

გასაღები - Sputnik საქართველო
გორსა და ხაშურში 37 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

იმისთვის, რომ დევნილებმა დაიკანონონ ან მიიღონ ახალი ფართები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.

იმერეთის რეგიონში წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით კიდევ 100-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.

„ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემა. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რის შედეგადაც გამოვლინდება, კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიხურება ამ ეტაპზე“, – განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია აღრიცხული.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0