დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება

© Government of Georgiaქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებით, წელს ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს, უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე ​პირველკურსელები საზეიმო ფიცს დადებენ. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)  - Sputnik საქართველო
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტთა 90%-ის ფავორიტი გახდა

ღონისძიებაზე სტუდენტებს მიესალმებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი და უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ ნაკადს მიიღებს სამ სპეციალობაზე – მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და მენეჯმენტი, სამომავლოდ კი სპეციალობათა რაოდენობა გაიზრდება.

KIU ქუთაისის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, 153 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. პროექტის ავტორი და მეცენატია ბიძინა ივანიშვილი.

პირველკურსელებს ელის თანამედროვე საცხოვრებელი, სტუდიური ტიპის ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემით, სააბაზანო ოთახით, საძინებლით, სრულად მოწყობილი სამზარეულოთი და სასწავლო სივრცით. ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ყველა საჭირო ინვენტარითა და უწყვეტი ინტერნეტით. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქვეყნის საკუთრება იქნება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აკადემიური პროგრამები შემუშავებულია სწორედ მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამების საფუძველზე.

საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებით, წელს ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.

უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტის ფონდი, რომლის ფარგლებში დაფინანსდება სწავლის, სტუდენტური საცხოვრებლის გადასახადი და სტუდენტური სტიპენდია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის გახსნისა და სტუდენტების მიღების ცერემონია დღეს, 13.00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0