ხელისუფლება პირველადი ჯანდაცვის სფეროში ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობს

© Sputnik / Alex Shlamovსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე, შესაძლოა, პაციენტის სიცოცხლე იყოს დამოკიდებული – მთავრობა კორონავირუსის მკვეთრი აფეთქების გამო წარმოქმნილი პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. პირველადი სამედიცინო დახმარების სისტემაში გარკვეული ხარვეზები არის, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა და დასძინა, რომ ეს საკითხი მალე გადაწყდება.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო კოვიდ–კლინიკად გადაკეთდა>>

„არის რაღაც ცალკეული შემთხვევები პირველადი ჯანდაცვის სფეროში, ცალკეული ხარვეზები, თუმცა ვცდილობთ, მაქსიმალურად დროულად მოვაგვაროთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კაფე მცხეთაში - Sputnik საქართველო
რესტორნები მცხეთაშიც 22:00 საათიდან დაიკეტება

მან აღნიშნა, რომ ეს ხარვეზები კორონავირუსით ინფიცირების მზარდ შემთხვევებს უკავშირდება. რაოდენობის ზრდა კიდევ მოსალოდნელია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად იყოს. ეს ეხება საავადმყოფოების საწოლების ფონდსაც და სამედიცინო პერსონალსაც.

მეზვრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის დასაწყისში სერიოზული პრობლემა შეიქმნა „144“-ის „ცხელ ხაზთან“ დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობისთვის კორონავირუსის გამო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეიქმნა. ამ ხარვეზის მოგვარება მთავრობამ დროულად შეძლო.

კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით: დღის სტატისტიკა>>

ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 19857-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა 158 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0