მამუკა ხაზარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა: „ლელოს" ლიდერი კლინიკაში გადაიყვანეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხაზარაძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს პარტიის სხვა ლიდერებმაც და პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითი იყო.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ხაზარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ორი დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, გაუარესდა, ამის შესახებ ხაზარაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა. 

პარტია ლელო - Sputnik საქართველო
„ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა PCR-ტესტი ჩაიტარეს: გააგრძელებს თუ არა პარტია შეხვედრებს

„ამ დროისათვის ვიმყოფები ექიმების დაკვირვების ქვეშ. ეს ადამიანები მართლაც რომ გმირები არიან. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მხოლოდ მათი ძალისხმევით მოვიგებთ ბრძოლას covid19-თან. გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა, მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა“, – დაწერა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ საზოგადოებას ყურადღების, სითბოსა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც უცნობი ადამიანები ინტერესდებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და მხარდაჭერას უცხადებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველს კორონავირუსი დაუდასტურდა>>>

ხაზარაძის განცხადებით, კორონავირუსი მას ხელს ვერ შეუშლის – მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა აქტივობაში, თუნდაც დისტანციურად.

მისი თქმით, „ლელოს“ ლიდერებმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს და პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითი იყო. ვირუსი არ დაუდასტურდა ხაზარაძის მეუღლეს და შვილებსაც.

13 ოქტომბერს ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა და იმ პირთა ვინაობაც გაახმოვანა, რომლებიც, „მარშალის გეგმის“ თანახმად, ახალი მთავრობის შემადგენლობაში შევლენ.

მამუკა ხაზარაძე თანამოაზრეებთან ერთად ბოლო მომენტამდე აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა.

ყველა ახალი ამბავი
0