სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა შვიდი პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 232 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოკვლელული 279 ნიმუშიდან კორონავირუსი 68 პირს დაუდგინდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ახალი შემთხვევებიდან 39 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უკავშირდება (10 დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, 29 კი ცხელების ცენტრებში გამოვლენილი შემთხვევები), 7–7 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, 5 შემთხვევა გამოვლინდა ხობის მუნიციპალიტეტში, 4–4 კი წალენჯიხასა და მარტვილში. ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა მარტვილის მუნიციპალიტეტში და ერთიც საკარანტინო სივრცეში.

რაც შეეხება კოვიდ–კლინიკებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობას, რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის კურსს ამჟამად 114 პაციენტი გადის, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 33 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა შვიდი პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 232 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1194-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 19857-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0