„თუ ასეთი სიმპტომები გაქვთ, აუცილებლად უნდა მოხვდეთ საავადმყოფოში“ – ექიმი

© AP Photo / Jae C. Hongავადმყოფი კლინიკაში
ავადმყოფი კლინიკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ექიმი სოფო ბერიძე იმ სიმპტომებსა და დაავადებებზე წერს, რომელთა შემთხვევაშიც პაციენტი კლინიკაში აუცილებლად უნდა მოხვდეს.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის ფონზე სოციალურ ქსელში ექიმ სოფო ბერიძის მიმართვა ვრცელდება, სადაც ჩამოთვლილია ის ჯგუფები, რომლებსაც დადასტურებული დაავადების დროს, ყოველგვარი სიმპტომების გარეშეც კი, ესაჭიროებათ საავადმყოფოში მკურნალობა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით: დღის სტატისტიკა

ექიმი წერს, რომ თუ სიმპტომებიანი პაციენტი 60 წლის ან მეტი ასაკისაა, აქვს შაქრიანი დიაბეტი, მკვეთრად გამოხატული სიმსუქნე, თირკმლის ქრონიკული დაავადება (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰემოდიალიზი), ღვიძლის ქრონიკული დაავადება (ციროზი, ჰეპატიტი და ა.შ.), გულის ქრონიკული დაავადება (გულის იშემიური დაავადება, გადატანილი ინფარქტი, სტენტირება, შუნტირება, გულის უკმარისობა), ფილტვის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ფქოდი), არის ე.წ. იმუნოკომპრომიტებული პირი, რაც ნიშნავს, რომ აქვს სუსტი იმუნიტეტი სხვადასხვა მიზეზის გამო (უხშირესად ეს მიზეზებია: ონკოლოგიური დაავადება, ჰორმონების ხანგრძლივი მოხმარება, ქიმიოთერაპია, აივ/შიდსი, თამბაქოს მოხმარება და სხვ.), მაშინ ის აუცილებლად უნდა მოთავსდეს კლინიკაში.

ასევე საავადმყოფოში დაუყოვნებელი მოთავსება ესაჭიროება ყველა პირს, რომელსაც აღენიშნება: ძლიერი ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში ან მკვეთრად გაძნელებული სუნთქვა; ჰემოფტიზი (სისხლიანი ხველა); სახის, ან ტუჩების ციანოზი (სილურჯე); შემცივნება ფერმკრთალი ნამიანი ან აჭრელებული კანის ფონზე; სინკოპე (გულის წასვლა); მწვავე კონფუზია (მწვავედ განვითარებული დაბნეულობა, დროსა და სივრცეში გაურკვევლობა); ძილიანობა და შეფხიზლების გაძნელება; შარდის გამოყოფის შემცირება ან არარსებობა.

„თუ მიეკუთვნებით ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ჯგუფს, გამოიყენეთ ყველა შესაძლო ბერკეტი საავადმყოფოში დროულად მოსახვედრად! გახსოვდეთ – კარგი გამოსავალი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხვდებით კლინიკაში – იქ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ თქვენ გადასარჩენად“, – წერს ექიმი.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
პლუს 15: რამდენია კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1194-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 19857-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0