ისრაელში ტერორიზმთან მებროლი ქართველი ებრაელი იცხაკ ილანი გარდაიცვალა

© AP Photo / NASSER ISHTAYEHისრაელის სპეცდანაყოფი
ისრაელის სპეცდანაყოფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმოშობით ქართველ იცხაკ ილანს „ისრაელის გმირს“ უწოდებენ ისრაელის სახელმწიფოს მტრების  წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, რითიც მან ათასობით თანამემამულის სიცოცხლე იხსნა.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელში საერთო უშიშროების სამსახურის (შაბაკი) უფროსის ყოფილი მოადგილე, წარმოშობით ქართველი იცხაკ ილანი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

ილანი 16 ოქტომბერს გარდაიცვალა. მიზეზად კორონავირუსის შედეგად გართულებები დასახელდა. ერთი წლის წინ იცხაკ ილანმა ფილტვის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა.

იცხაკი (ავთანდილ წიწუაშვილი) 1956 წელს სურამში, ცნობილი „ქართველი ებრაელების“ – წიწუაშვილებისა და დავარაშვილების ოჯახში დაიბადა.

იცხაკმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა–მათემატიკის სკოლა, იყო საკავშირო მათემატიკური ოლიმპიადის პრიზიორი. 1973 წელს მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა.  

© photo : courtesy of Sergey Podrajanskiyქართველი ებრაელი იცხაკ ილანი კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი იყო
ისრაელში ტერორიზმთან მებროლი ქართველი ებრაელი იცხაკ ილანი გარდაიცვალა - Sputnik საქართველო
ქართველი ებრაელი იცხაკ ილანი კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი იყო

ჯარში მსახურობდა საჰაერო თავდაცვის სამხედრო ნაწილებში, რომელიც ოფიცრის წოდებით დაამთავრა. ორი წლის შემდეგ საქმიანობა დაიწყო შაბაკში. მუშაობდა საბჭოთა შპიონაჟის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში. 2006–2008 წლებში იყო კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსი, 2010–2011 წლებში – შაბაკის უფროსის მოადგილე.

მან დიდი როლი შეასრულა არაერთი ჯაშუშის და საშიში ტერორისტის გამოვლენასა და გაუვნებელყოფაში. იცხაკ ილანს „ისრაელის გმირს“ უწოდებენ ისრაელის სახელმწიფოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, რითიც მან ათასობით თანამემამულის სიცოცხლე იხსნა.

იგი თავისუფლად ფლობდა ხუთ ენას, ბარ-ილანის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი, თელ-ავივის უნივერსიტეტში კი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა.

ყველა ახალი ამბავი
0