სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ინფიცირების 58 შემთხვევა გამოვლინდა

© AP Photo / Carla Carnielეპიდემიოლოგები
ეპიდემიოლოგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფიცირებულთა შორის არიან ზუგდიდის №17 და ფოთის №6 ბაღის აღმზრდელები, ასევე ხობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის ორი პედაგოგი და ერთი მოსწავლე.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 58 პირს დაუდგინდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, 88 წლის მამაკაცი სენაკის მუნიციპალიტეტის კლინიკა „არქიმედეში“ მკურნალობდა, მას გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები აღენიშნებოდა. 

პარლამენტი - Sputnik საქართველო
კორონავირუსმა პარლამენტში შეაღწია: ორ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალი შემთხვევებიდან 36 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უკავშირდება (21 დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, 15 პირის ინფიცირების წყარო უცნობია), სამი შემთხვევა გამოვლინდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი), ოთხი შემთხვევა გამოვლინდა ფოთში (ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამის ინფიცირების წყარო უცნობია), ინფიცირების ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა ხობის მუნიციპალიტეტში (დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები), ხუთი შემთხვევა გამოვლინდა მესტიის მუნიციპალიტეტში (დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები) და ერთი შემთხვევა გამოვლინდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში (დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი).

ინფიცირებულთა შორის არიან ზუგდიდის №17 და ფოთის №6 ბაღის აღმზრდელები, ასევე ხობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის ორი პედაგოგი და ერთი მოსწავლე.

შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რაც შეეხება კოვიდ–კლინიკებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობას, რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის კურსს ამჟამად 114 პაციენტი გადის, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 33 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა 25 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 232 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1186-ით გაიზარდა და საერთო რაოდენობამ 18663-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0