Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

დემნა გვასალიას პირადი ცხოვრება – 12 წლით უმცროსი ქმარი და სახლი შვეიცარიაში – ფოტოები

© courtesy of Demna Gvasaliaდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიზაინერი და ცნობილი მუსიკოსი 2017 წელს დაქორწინდნენ და ამჟამად შვეიცარიაში, ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობენ. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელია.

წარმატებული ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია მოდელ და მუსიკოს ლოიკ გომესზე 2016 წელს დაინიშნა. ინფორმაცია გომესის „ინსტაგრამიდან“ გავრცელდა. მოდელმა სოციალურ ქსელში მისი და დემნას ნიშნობის ბეჭდების ფოტო ატვირთა, წარწერით I SAID YES (მე ვთქვი კი). ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

წყვილი 2017 წელს დაქორწინდა. ამჟამად შვეიცარიაში, ციურიხში ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობს. ლოიკი ბოლო პერიოდში ელექტრონული მუსიკის წერითაცაა დაკავებული. სწორედ მას ეკუთვნის „ქავერი“ „ბალენსიაგას“ ახალი კოლექციის ვიდეოსთვის, რომელიც რამდენიმე დღის წინ იხილა საზოგადოებამ და უკვე ძალიან პოპულარულია.

A post shared by Demna Gvasalia Daily (@demnagvasaliadaily) on

26 წლის მუსიკოსი უკვე ოთხი წელია მუშაობს დემნა გვასალიასთან, მათი თანამშრომლობა დაიწყო Vetements-ის შოუს საუნდტრეკის ჩაწერით 2016 წელს. მას შემდეგ ის ქმნის მუსიკას ყველა დიზაინერული შოუსთვის და ფლეილისტებს Balenciaga-ს მაღაზიებისთვის.

ლოიკ გომესი დაიბადა სამხრეთ საფრანგეთში. ლოიკის თქმით, ის მუსიკით 9 წლიდან იყო დაინტერესებული, მაგრამ მას არ აქვს სპეციალური განათლება – თვითონ ისწავლა ტრეკების ჩაწერა და წარმოება. პროექტი ახლა ორი წევრისგან შედგება (ლოიკის მეგობარი მელჩიორ მაჰოტი ჯგუფს მოგვიანებით შეუერთდა).

აპრილში თვითიზოლაციაში მყოფმა დემნა გვასალიამ მეუღლესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც დიზაინერი მას გენდერის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ეკითხება. ლოიკი პასუხობს, რომ 2020 წელს, მისი აზრით, შეუსაბამოა ადამიანების ჩარჩოებში მოქცევა გენდერის და რასის მიხედვით და მთავარი უკვე ისაა, რომ „ყველა ადამიანები ვართ და ერთი პლანეტა გვაქვს“.

 

გვასალია, რომელიც ახლა 38 წლისაა, საქართველოში გაიზარდა. ბრიტანული „ვოგი“ წყვილს სახლში სტუმრობდა. ჟურნალისტი წერს, რომ დემნა და ლოიკი დილით ერთად საუზმობენ, აკეთებენ სხვადასხვა საქმეს, ხმამაღლა უსმენენ მუსიკას. შუადღის შემდეგ, როგორც რომანტიკული გმირი, გვასალია ტყეში დიდხანს სეირნობს და დაახლოებით ღამის 11:00 საათისთვის ბრუნდება. ასეთ დროს თავს შემოქმედებითი საქმიანობისთვის დამუხტულად გრძნობს და მზად არის მუშაობისთვის. ზედა სართულზე ატელიე აქვს, სადაც ახლა მიმდინარე კოლექციაზე მუშაობს.

View this post on Instagram

@bfrndbfrnd Photo @wintervandenbrink for @behindtheblinds Wearing @balenciaga

A post shared by Jessica Létourneau (@utoneitorleaveit) on

დემნა კვირაში სამ დღეს მუშაობს „ბალენსიაგასთვის“, დანარჩენ დროს დადის კონცერტებზე, გამოფენებზე,  საშოპინგოდ. „ვეტმანის“ დატოვების შემდეგ უფრო მეტადაა კონცენტრირებული „ბალენსიაგაზე“. „ვოგისთან“ საუბრის დროს გვასალიამ ისიც თქვა, რომ „ბალენსიაგა“ განაახლებს „ოტ კუტიურის“ ხაზს, რომელიც ბრენდს 1968 წლიდან აღარ აქვს. „ჩემთვის კუტიური ყველა ტრენდზე მაღლა დგას, ის სილამაზის უმაღლესი ესთეტიკის გამოხატულებაა“, – ამბობს დემნა.

დემნა გვასალია დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია, Balenciaga-სთვის თავისი კოლექცია მან პირველად 2016 წლის მარტში წარადგინა. დიზაინერი მანამდე რვა წლის განმავლობაში „მარჯიელაში“ მუშაობდა და მას მარჯიელას „სულიერ შვილად“ მოიხსენიებდნენ, რაღაც პერიოდი კი დემნამ ლუი ვიტონთანაც იმუშავა.

ყველა ახალი ამბავი
0