„თბილისი ცენტრალმა“ მუშაობა განაახლა: გაიხსენება თუ არა ე.წ. „ოქროს ბირჟაც“

© Sputnik / Vladimir Umikashvili"თბილისი ცენტრალი"
თბილისი ცენტრალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ე.წ. „ოქროს ბირჟის“ რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი 6 ოქტომბერს დაუდასტურდა, რის გამოც სავაჭრო ცენტრმა მუშაობა შეაჩერა.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. დედაქალაქის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სავაჭრო ცენტრმა „თბილისი ცენტრალმა“ მუშაობა განაახლა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში. 

„თბილისი ცენტრალი“ - Sputnik საქართველო
„შოპინგები“ გადაიდო: „თბილისი ცენტრალი" რამდენიმე დღით დაიკეტა

რაც შეეხება ე.წ. „ოქროს ბირჟას“, რომელიც სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზეა განთავსებული და სადაც კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, ის მუშაობას 1 ნოემბრიდან განაახლებს.

ე.წ. „ოქროს ბირჟის“ რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი 6 ოქტომბერს დაუდასტურდა, რის გამოც მუშაობა მთლიანად სავაჭრო ცენტრმა შეაჩერა. „თბილისი ცენტრალში“, სადაც რამდენიმე ბრენდული მაღაზია მდებარეობს, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0