სკოლებისა და ბაგა-ბაღების პერსონალის ტესტირება მომავალი კვირიდან დაიწყება

© Sputnik / Alexander Imedashviliილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლი თბილისის პირველ გიმნაზიასთან
ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლი თბილისის პირველ გიმნაზიასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ტესტირება ტარდება იმისთვის, რათა ცნობილი იყოს მონაცემი, რა მასშტაბითაა სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ვირუსი გავრცელებული.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. სკოლებისა და ბაგა-ბაღების პერსონალის, მათ შორის პედაგოგების, ე.წ. რანდომული, შერჩევითი ტესტირება ქვეყნის მასშტაბით მომავალი კვირიდან დაიწყება, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 124-ს მიაღწია

ამირან გამყრელიძის განმარტებით, განათლების სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვლევის მეთოდოლოგიაზე უკვე შეჯერებულია. კვლევა სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა 16%-ს ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება.

„დავიწყებთ ორშაბათიდან, ან სამშაბათიდან. თბილისსა და რეგიონებში როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებს მოვიცავთ. სკოლები მიემაგრებიან ლაბორატორიებს. მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით 26 ლაბორატორია აწარმოებს ტესტირებას", – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ტესტირება ტარდება იმისთვის, რათა ცნობილი იყოს მონაცემი, რა მასშტაბითაა სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ვირუსის ცირკულაცია.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
კორონავირუსმა ფეხბურთში შეაღწია: ლანჩხუთის „გურია“ კარანტინში გადადის

ამასთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაღებში ყოველ ორ საათში ერთხელ განიავდება ოთახები, აღმზრდელები კი მთელი დღის განმავლობაში ნიღბებით იმუშავებენ. წესების ახალ ჩამონათვალში შეიცვალა საბავშვო ბაღებში სათამაშოების გამოყენების პირობებიც. კერძოდ, დაუშვებელია ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომელთა დეზინფექცია ან გარეცხვა შეუძლებელია.

თბილისის 14 საბავშვო ბაღში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. 14 ინფიცირებულიდან 12 მათგანი თანამშრომელია, ორი კი საბავშვო ბაღის აღსაზრდელი. იმ შემთხვევაში, თუ საბავშვო ბაღში ინფიცირების თუნდაც ერთი შემთხვევა დაფიქსირდება, დაწესებულება იხურება.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი თბილისში: ერთი ინფიცირებული და საბავშვო ბაღი იკეტება

ასე დაიხურა №36, №99, №89, №53, №4, №29, №153, №35, №16, №21, №72, №93, №190 საბავშვო ბაღები და ბაღი „ხუთკუნჭულა“.

მიუხედავად ეპიდვითარების გაუარესებისა, საქართველოს მთავრობა არ გეგმავს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 15327-ს მიაღწია, ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7613 ადამიანი, გარდაიცვალა 124 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0