„ყველაზე დიდი სურვილი ნინუცას გამოჯანმრთელებაა“ – ნანა ლეჟავას შვილს კორონავირუსი აქვს

© photo: Nana Lezhava / FBნანა ლეჟავა
ნანა ლეჟავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ნანა ლეჟავა საკუთარ შვილთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. ნახეთ რას წერს ცნობილი ჟურნალისტი.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ჟურნალისტი ნანა ლეჟავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ შვილს ეხება.

როგორც ჟურნალისტი წერს, მისი შვილი სასტუმროშია და მის დაბადების დღეზე დისტანციურად უგზავნის კოცნას.

გასული წლის ივლისიდან ნანა ლეჟავა ტელეკომპანია „იმედში“ თოქ-შოუებს ხელმძღვანელობს. მის ნაცვლად კი „ქრონიკა“ ხატია ქვათაძეს და თამთა გაზაშვილს მიჰყავთ.

დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: ქვეყანაში სკოლები და ბაღები იხურება

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 919-ით გაიზარდა და 14440-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 7367 ადამიანი, გარდაიცვალა – 113, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5792, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1042 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0