ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 19 ოქტომბრიდან აღდგება

© photo: Sputnik / Stringerავტობუსი
ავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარაში ძალაში რჩება სასწავლო პროცესთან, რესტორნებთან და გასართობ ცენტრებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 19 ოქტომბრიდან განახლდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

თბილისი - Sputnik საქართველო
COVID-19-ის რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში: შემთხვევები რეგიონების მიხედვით

აჭარა COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ზაფხულში დამსვენებლების გაზრდილი ნაკადის გამო იქცა. ეპიდემიოლოგებმა რეგიონს „წითელი ზონა“ სექტემბერში უწოდეს – კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა ყოველდღიურად სამნიშნა რიცხვს აღწევს. თუმცა, ბოლო დღეების მონაცემებით, აჭარაში ვირუსის გავრცელების კუთხით გარკვეულწილად სტაბილიზება შეიმჩნევა.

„მოგეხსენებათ, რომ აჭარაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ვირუსის გავრცელების მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია მოხდა. მივიღეთ გადწყვეტილება, რომ 19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება“, – აღნიშნა გახარიამ.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, აჭარაში ძალაში რჩება სასწავლო პროცესთან, რესტორნებთან და გასართობ ცენტრებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები.

აჭარაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ბათუმში 24 სექტემბრიდან აიკრძალა მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, რესტორნების ღამის საათებში მუშაობა. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, აქ სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე ამ დრომდე დისტანციურად მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0