„კლინიკებში ადგილი აღარაა“ – ინფიცირებული მასწავლებლის სკანდალური წერილი

© AP Photo / Matias Delacroixკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 919-ით გაიზარდა, რაც ქვეყნისთვის ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია. ყველაზე მეტი შემთხვევა – 366 დედაქალაქში გამოვლინდა.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგი მაკა სახურია სოციალურ ქსელში შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს.

მასწავლებელი წერს, რომ მიუხედავად იმისა, სიცხე ჰქონდა, მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარებით მოახერხა ტესტირების ჩატარება. ხოლო მას შემდეგ, რაც დაუდასტურდა ვირუსი, კლინიკაში ვერ გადაიყვანეს. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს, რომლებმაც ცენტრში დარეკეს და პაციენტის გადაყვანა ითხოვეს, უთხრეს, რომ არც ერთ კლინიკაში არაა ადგილი.

„ამ ვირუსის ფართო გავრცელება ამიტომ იყო საშიში. მორჩა! ჯანდაცვის სისტემას ყველას დახმარება აღარ შეუძლია!” – წერს მასწავლებელი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 919-ით გაიზარდა, რაც ქვეყნისთვის ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია. ყველაზე მეტი შემთხვევა – 366 დედაქალაქში გამოვლინდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინატო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ 14 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კოვიდ–კლინიკებში არსებული საწოლფონდი საკმარისია, თუმცა, საჭიროების შემთხევაში, დამატებით 2 ათასამდე საწოლის მობილიზება მოხდება.

„ჯანდაცვის უწყება კოვიდ–ცენტრებში საწოლების მობილიზების კუთხით აქტიურად მუშაობს. ამ ეტაპისთვის მობილიზებული გვაქვს 3,5 ათასამდე საწოლი. გარდა ამისა, ეტაპობრივად ჩაერთვებიან დამატებითი კლინიკები და, საჭიროების შემთხვევაში, მობილიზებული იქნება 2 ათასამდე საწოლი. დღევანდელი მონაცემებით, კლინიკებში 2,2 ათასამდე ინფიცირებულია მოთავსებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0