Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თიკა ფაცაციას ბავშვობის ფოტო – როგორ გამოიყურებოდა ტელეწამყვანი წლების წინ?

© courtesy of Tika Patsasiaთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში გავრცელებული ახალი გამოწვევა და ქართველი სელებრითების ბავშვობის ფოტოები. როგორ გამოიყურებოდა და რომელი შვილი ჰგავს თიკა ფაცაციას ბავშვობის ფოტოზე?

თიკა ფაცაცია დახვეწილი მანერებითა და ქარიზმით დიდ ყურადღებას იპყრობს. ყოფილი მოდელის ძველ ფოტოებზე თიკას ბუნებრივი სილამაზე კარგად ჩანს. ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, მომღიმარი, ულამაზესი ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი გულგრილს არავის ტოვებს. ყველას აინტერესებს თიკა ფაცაციას ყოველდღიური ცხოვრება. მისი მიმზიდველი გარეგნობა, ჩაცმულობა, დახვეწილი მანერები და საუბრის სტილი უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. თიკას ტელეეკრანზე გამოჩენა დიდი ზეიმია და გადაცემებს რეიტინგიც შესაბამისი აქვს. ტელეწამყვანმა მორიგი ყურადღება ბავშვობის ფოტოს გამოქვეყნებით მიიქცია. როგორც ჩანს, ფაცაცია უსაყვარლესი ბავშვი ყოფილა. მას განსაკუთრებით მეორე ვაჟი – იო (იოანე) ჰგავს, რომელიც 9 წლისაა.

დაუჯერებელია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ თიკა ფაცაციას 38 წელი შეუსრულდა. მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარი გარეგნობით უამრავ ადამიანს ხიბლავს. სამი ვაჟის დედა შეუდარებლად გამოიყურება და ამაზე არავინ დავობს. სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მისი Instagram-გვერდი ულამაზესი კადრებითაა სავსე. განსაკუთრებულ ყურადღებას თიკას ოჯახი იქცევს. „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ წამყვანი გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრება.

მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარული ხდებოდა. მოქნილი და ეკრანული მომღერალი ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე განავითარა.

View this post on Instagram

დიდი სცენა

A post shared by tika (@tikapatsatsia) on

არ ნელდება უმშვენიერესი თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენას და თავს არიდებს კამერებს. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არც ფა­ცა­ცი­ას უყ­ვარს სა­უ­ბა­რი. მათი ოჯა­ხი მრა­ვა­ლი წლის წინ შე­იქ­მნა, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. და­ვით ან­თე­ლი­ძე მა­შინ ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, ფა­ცა­ცია ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, პი­რა­დად გა­ეც­ნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფ­რო­სი თვრა­მე­ტი წლი­საა, უმ­ცრო­სი − ხუ­თის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.

ყველა ახალი ამბავი
0